ანტალიის ერთ-ერთი შესანიშნავი კურორტი ეს არის – ქემერი, რომელიც ტურისტებში ძალიან პოპულარული ადგილია თავისი მიმზიდველი ბუნებითა და ულამაზესი ხედებით. ქემერი ანტალიიდან დაახლოებით 43 კმ-ში მდებარეობს.კურორტი იდეალურ დასასვენებელ ადგილად ითვლება მისი სამი ძირითადი ღირებულებების გამო, ესენია: მასიური ტყე და ხელშეუხებელი ბუნება, საოცრად კამკამა ზღვა და მთების იდეალური ხედები.
ქემერი აქტიური ცხოვრების მოყვარული ტურისტებისთვსი საუკეთესო ადგილია. აქ უამრავი კლუბი და საღამოს გასართობი პროგრამებია წარმოდგენილი თავისი რესტორნებით, ბარებით, კაფეებით და ა.შ. ასევე შოპინგის მოყვარულებს უზარმაზარი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ ხარისხიანი პროდუქციის თუ სუვენირების შესაძენად.
Moonlight Beach – ეს არის ქემერის საუკეთესო ქვიშის სანაპირო ზოლი, სადაც ზღვა არც ისე ღრმაა და საკმაოდ იდეალური გარემოა შექმნილი ადამიანების დასვენებისთვის. ცენტრალური სანაპირო დაფარულია პატარა ფერადი კენჭებით. ზღვის ფსკერი კენჭოვანია, წყალი კი სუფთა და გამჭვირვალე. სანაპიროს ქარისგან ფაქტობრივად კუროს მთები იცავს. იგი აღჭურვილია ქოლგებითა და სავარძლებით. ასევე საშხაპეები, ტუალეტები, გამოსაცვლელი ოთახები და კარვებია ხელმისაწვდომი ვიზიტორებისთვის. სანაპირო ძალიან პოპულარულია ტურისტებში, რის გამოც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ხშირად მოდიან ხანდაზმულები, ახალგაზრდები ოჯახებითურთ და სასიამოვნო დროს ატარებენ.
ქემერი გთავაზობთ განსახლების ფართო არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ფიტნეს ცენტრებით, აუზებით, სპა, მასაჟის სალონებითა და საუნით აღჭურვილ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, ან ბინა ან სახლი იქირაოთ საცხოვრებელ უბნებში.საბოლოოდ, გირჩევთ, რომ აუცილებლად დარჩეთ ქემერში და ისიამოვნოთ აქ არსებული ულამაზესი ადგილებით.