სტამბოლი რომ საოცარი ქალაქია ზაფხულის გასატარებლად, ამაში ყველა დამეთანხმებით, თუმცა იგი თავის ვიზიტორებს ზაფხულის მრავალფეროვან მოგზაურობასთან ერთად სთავაზობს ძველი ისტორიული შენობების, კულტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მუზეუმების მონახულებას, რომლებიც ამ ქვეყნის უნიკალურობას და სიდიადეს განაპირობებს. მათი დათვალიერება წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ჩვენ შევეცადეთ ერთად მოგვექცია თურქეთის ცნობილი მუზეუმები მათთვის, ვისაც სურს გაიცნოს თურქული კულტურა, ისტორია და ხელოვნება.
სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
Istanbul Modern – ეს არის თურქეთის პირველი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სანაპიროზე. იგი დაარსდა 2004 წელს და მისი ფართობი მოიცავს 8.000 კვადრატულ მეტრს. მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ცნობილი თურქული ოჯახის Eczacıbaşı-ს კერძო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც თვითონ მუზეუმის დამაარსებელია. მასში ასევე განთავსებულია კინოთეატრი, კაფე, მაღაზია და დიდი ბიბლიოთეკა ტურისტებისთვის.
სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი
უნდა მოგახსენოთ სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებაც. იგი არის ერთ-ერთი უმდიდრესი არქეოლოგიური მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც შდგება სამი ცალკეული მუზეუმისგან, მათ შორისაა არქეოლოგიური მუზეუმი, ძველი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმი და ისლამური კერამიკის მუზეუმი. იგი მდებარეობს სტამბოლში, ფატიჰის რაიონში. თოფქაფის სასახლესთან და გიულჰანის პარკთან ძალიან ახლოს. ადგილი, სადაც მუზეუმია აშენებული, თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის სულთნების უდიდეს რეზიდენციას წარმოადგენდა.
მუზეუმი სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ხელმძღვანელობით დაარსდა, ხოლო 1881 წლიდან იგი ალექსანდრე ვალორიმ ნეოკლასიკურ სტილში ააგო. სწორედ იმ გამოჩენილი თურქი ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების დამსახურებაა ის, რომ დღეს მუზეუმი ასეთი სახით არსებობს, რადგან სწორედ მათ დაიცვეს და გადაარჩინეს ომისა და ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ექსპონატები და ზოგადად, არსებული ძეგლები.
სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს 1 მილიონზე მეტი ექსპონატი, რომელშიც ასახულია ასურული, ხეთური, ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური კულტურა.
პერას მუზეუმი
თურქული პერას მუზეუმი გაიხსნა 2005 წელს და იგი მიზნად ადამიანების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ჩართვას კულტურისა და ხელოვნების სფეროში. შენობა, რომელშიც განთავსებულია მუზეუმი, თარიღდება 1893 წლით, თუმცა იგი გადაკეთდა 2005 წელს და შედარებით სხვა სახით მოგვევლინა. მუზეუმმა მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით მიიპყრეს ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება და მოიპოვეს მათი სიყვარული, რადგან დღეს მას ძალიან ბევრი ტურისტი და ხელოვნების მოყვარული სტუმრობს. პერას მუზეუმი მასპინძლობს მრავალეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებს და ცდილობს დააკმაყოფილოს ახალგაზრდა მხატვრების საჭიროებები საგანმანათლებლო და ხელოვნების სფეროში.
მუზეუმი განთავსებულია შთამბეჭდავ ისტორიულ შენობაში, რომელიც თავდაპირველად ბრისტოლის სახელით იყო ცნობილი. მუზეუმმა საზოგადოებას ნათლად უჩვენა თავისი კულტურული და მხატვრული მიღწევები ფერწერი სკუთხით და დაუმტკიცა, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი მსოფლიოში. აქ შეხვდებით აღმოსავლური ნახატების კოლექციას, რომელიც შეიცავს ევროპელი მხატვრების ნიმუშებს. მასში ფაქტობრივად, ასახულია ოსმალეთისა და თურქეთის გეოგრაფია მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე. მასში ოსმალი მხატვრების ნამუშევრებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასევე ძველი სტამბოლის ფოტოების კოლექცია, რომელიც მოიცავს მე-19-დან მე-20 საუკუნემდე პერიოდს და სხვ.
ანკარის ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი
ანკარის ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი შეიქმნა 1927 წელს არქიტექტორ არიფ ჰიქმეთ ქოიუნოღლუს მიერ. მუზეუმის იდეა კი ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელსა პირველ პრეზიდენტს მუსტაფა ქემალ ათათურქს. იგი მდებარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს, სადაც დღემდე დაცულია თურქეთის მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ხელოვნების მდიდარი კოლექცია.