თურქეთის ყველა ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ, მინიმუმ 0.2 ლიტრი წყალი უსასყიდლოდ მიიღონ. ამის შესახებ კვირას ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა.

„სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის მეშვეობით ყველა ავიაკომპანიისთვის გაგზავნილი მითითებების შესაბამისად, სავალდებულო გახდება თითოეული მგზავრისთვის მინიმუმ 200 მილილიტრი უფასო სასმელი წყლის მიწოდება, ფრენის ხანგრძლივობის მიუხედავად“, – აღნიშნა მინისტრმა Haber Global-თან საუბრისას.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი კომფორტული ფრენების უზრუნველყოფასა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით კი ზაფხულის თვეებში.