გუშინ, 23:00 საათზე თურქეთის ქალაქ კასთამონუს მცხოვრებლებმა ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) შენიშნეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებს ობიექტი თავიდან თანამგზავრი ეგონათ, თუმცა რამდენიმე წუთში “გაარკვიეს”, რომ ამო იყო.
ბურთი ძალიან ნათელი იყო და მის გარშემო იყო მკვეთრად მანათობელი აურა. ბევრი გამოვიდა ქუჩაში, რათა ობიექტი გადაეღოთ. თავდაპირველად ბურთი ძალიან შორს იყო, შემდეგ თანდათან გვიახლოვდებოდა და ბოლოს საერთოდ გაქრა. ბევრმა გაიფიქრა, რომ ეს იყო ამო“, ყვება კასთამონუში მცხოვრები მურატ კოჩი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 2008 წელს დააფიქსირეს.