თურქეთის ხელისუფლება განიხილავს ახალი ავიაკომპანიის შექმნას, რომელიც მხოლოდ რუსი ტურისტების ტრანსპორტირებით იქნება დაკავებული, – იუწყება გაზეთი Sabah.

ავიაკომპანია ბაზირებული იქნება ანტალიის აეროპორტში. ავიაკომპანიის ავიაპარკი მხოლოდ ისეთი თვითმფრინავებისგან დაკომპლექტება, რომლებიც არ დაექვემდებარება სანქციებს და სადაზღვევო რისკებს.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება გეგმავს სესხების გაცემას სანქციების ქვეშ მოქცეული მსხვილი კომპანიების მხარდასაჭერად. ასევე განიხილავს Turkish Airlines-ის რეისებზე 1,5 მილიონი ადგილის გამოყოფა პაკეტიანი ტურისტების გადასაყვანად.

ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ზომები დაეხმარება თურქეთს რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შენარჩუნებაში.