თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი, Turkish Airlines-ის (THY) თბილისის წარმომადგენლობას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი ავიაკომპანიის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ქენან ინჯეს შეხვდა.

შეხვედრისას ელჩმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ავიაკომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მხარეებმა განიხილეს საქართველოში Turkish Airlines-ის მუშაობის აქტუალური საკითხები და ის პროექტები, რომლებსაც ავიამზიდი რეგიონში ახორციელებს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა 2026 წლის 6 აპრილს გაიმართა.