თურქეთის ეგეოსის რეგიონი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ევროპაში, რომელსაც ტურისტები ყოველწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი გამორჩეულია საინტერესო ადგილებით, ულამაზესი ხედებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი, რომელიც კულინარიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მოიცავს. მასში შედის უგემრიელესი ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ადგილობრივი მცენარეები, ბოსტნეულები, ზღვის პროდუქტები და უგემრიელესი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ ეგესოსის ზღვის ორი პოპულარული, იზმირი და ბოდრუმი ამ მხრივ ისე განვითარდნენ, რომ იქ არსებული რესტორნები Michelin Guide-მა მრავალფეროვანი კერძებისა და უმაღლესი დონის მომსახურების გამო დააჯილდოვა და ვარსკვლავები მიანიჭა.
ზეითუნის ზეთი
ეგეოსის სანაპირო ზეთისხილის წარმოებისთვის, ანატოლიის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ადგილად ითვლება დღემდე. მისი ტრადიცია საუკუნეებია გრძელდება, სწორედ ამიტომ ის რეგიონის სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ზეითუნის ზეთი არომატიზირებული მწვანილებით, როგორიცაა თიამი, როზმარინი და პიტნა, საუზმისა და ლანჩის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ეგეოსის რეგიონში.
უგემრიელესი კერძები სწორედ ადგილობრივი მცენარეებისგან მზადდება. მაგალითად, ესენია შევქეთი (Shevket-i Bostan), რომელიც არის ფოთლებიანი და ეკლებიანი თეთრის ფერის მცენარე. მას ტრადიციულად ცხვრის ხორცთან ერთად მიირთმევენ ან ეს შესაძლებელია ზეითუნის ზეთში შემწვარიც დაგხვდეთ. ამბობენ, რომ მცენარის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან “şevket”, რაც არაბულად “ეკალს” ნიშნავს. ასევე ზღვის ლობიო ( Deniz Börülcesi ) – იგი უხვად იზრდება ეგეოსის ზღვაში. ზღვის ლობიოს გასინჯვისას პირში დაგრჩებათ მარილიანი და მჟავე გემოს შეგრძნება. მას სალათის სახით მიირთმევენ.
თევზით დატვირთული მაგიდები
ზღვისპირა ქალაქბში რესტორნებში სუფრაზე ყოველთვის დაგხვდებათ ზღვის პროდუქტები. პირველ რიგში, თევზის მრავალი სახეობა, შემდეგ რვაფეხა, კრევეტები, ხამანწკები და სხვ.
მევენახეობის ტრადიცია
სუფრაზე ასევე დაგხვდებათ ეგეოსის ყურძნებისგან დამზადებული უგემრიელესი ღვინოები, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მოიცავს. ამას, ცხადია, განაპირობებს რეგიონის გეოგრაფიულად ხელსაყრელი მდებარეობა და კარგი კლიმატი. მოგზაურობის დროს შეძლებთ ნახოთ მრავალსაუკუნოვანი ვენახები, რომლებისგანაც საოცარი ღვინოები მზადდება. მაგალითად, ამისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ ურლას და დააგემოვნოთ თქვენ საერთაშორისოდ ცნობილი თურქული ღვინოები. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია ქალაქი შირინცე, რომელიც გასულ წელს გაეროს ტურიზმის მიერ „საუკეთესო ტურისტულ სოფლად“ იქნა არჩეული.