თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 181 მლნ-ს მიაღწია. DHMİ-ს მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 180 მლნ 844 ათას 809 მგზავრი შეადგინა. ოქტომბერში თურქეთის აეროპორტები 182 654 თვითმფრინავს მოემსახურა, საიდანაც 72 488 ბორტი შიდა ავიარეისებს მოემსახურა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ოქტომბერში თურქეთის აეროპორტები, შიდა რეისებზე, 8 მლნ 443 ათას 307 მგზავრს მოემსახურა, ხოლო საერთაშორისო ავიარეისებზე კი 10 მლნ 905 ათას 965 მგზავრს.
რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ოქტომბერში თურქეთის აეროპორტებში ტვირთბრუნვამ 359 940 ტონა შეადგინა.