თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 41 მილიონ მგზავრს გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Anadolu თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების მმართველზე (DHMİ) დაყრდნობით ავრცელებს.
DHMI-ის მონაცემებით, აპრილში თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 11 616 346 მგზავრი შეადგინა, ხოლო წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში (იანვარი-აპრილი) სულ 41 250 184 მგზავრი.
აპრილში თურქეთის საჰაერო კარიბჭიდან შესრულდა 61 230 შიდა და 47 304 საერთაშორისო რეისი. ფრენების საერთო რაოდენობამ ტრანზიტულ ფრენებთან ერთად თვეში 139 445 შეადგინა.