თურქეთის მთავრობა სპეციალიზირებულ ლაბორატორიებს ქმნის, რომლებიც ქვეყნის აეროპორტებში მგზავრებს COVID-19-ზე შეამოწმებენ. აეროპორტებში შემოწმდება როგორც თურქეთის ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეების და ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ქვეყანაში შესვლას, გადაადგილებას და მოგზაურობას. ახალი წესები კი ძალაში 1-ელი ივნისიდან შევა.
ქვეყნის ტურიზმის მინისტრი მეხმეტ ერსოი ამბობს, რომ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა აეროპორტში სპეციალურ პუნქტს მოაწყობს, სადაც COVID-19-ზე მგზავრების ტესტირება მოხდება. ტესტირების პასუხები კი 5-6 საათში გახდება ცნობილი.
ერსოის თქმით, ტესტირება განხორციელდება პასპორტის კონტროლის გავლის წინ. თავად ტესტირების პროცესის ხანგრძლივობა 2-3 წუთი იქნება.
ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტის საცხოვრებელი ადგილი ცნობილი იქნება და COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდება მისი სწრაფი იზოლაცია.