თურქეთმა შესაძლოა აეროპორტებში პირადი ბარგის სკრინინგის წესები და პროცედურები გაამკაცროს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაფართოებული მოთხოვნები შემოიღოს. როგორც გაზეთი Dunya იუწყება, კანონპროექტმა შესაბამისი საპარლამენტო კომისიის დონეზე მოსმენა უკვე გაიარა და მომავალ კვირას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს გენერალურ ასამბლეას განსახილველად წარედგინოს.
თუ კი კანონპროექტი დამტკიცდება, მაშინ თურქეთის აეროპორტებში უსაფრთხოების წესები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის (“ჩიკაგოს კონვენცია”) შესაბამისი იქნება. ამრიგად, აეროპორტის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, ხელით შეამოწმებენ მგზავრების ნივთებს ტერმინალის შესასვლელთან და ჩასხდომის ზონის შესასვლელთან. ეს ეხება როგორც პირად ბარგს, ასევე ელექტრონულ მოწყობილობებს. ინსპექტირებისთვის ნივთების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში მგზავრს აეროპორტში ან გამგზავრების ზონაში არ შეუშვებენ. შემოწმებას პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ კერძო დაცვის თანამშრომლები განახორციელებენ. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ყველა სხვა ტვირთზე.
ბარგის შემოწმება ასევე შეიძლება განხორციელდეს მფლობელის თანდასწრების გარეშე, თუ ამას უსაფრთხოების ზომები მოითხოვს. მგზავრს აკრძალულ ნივთებს ადგილზე ჩამოართმევენ. ეს პროცედურა ეხება როგორც მგზავრის ბარგს, რომელიც მას სალონში ააქვს, ასევე იმ ნივთებს, რომლებიც მან შემოწმების დროს თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში ჩააბარა. ბარგის შიგთავსის კონტროლის ღონისძიებები კვლავაც მოიცავს შემოწმებას ტექნიკური საშუალებებით და სკანერების აპარატებით, მაგრამ თუ თანამშრომლებს აქვთ ხელით ჩხრეკის საფუძველი, ის ამას განახორციელებს.
ხშირად სკანერის აპარატით ჩანთაში არსებული საგნის განსაზღვრის საშუალებას არ აძლევს. ასეთ შემთხვევებში, თურქეთის აეროპორტების თანამშრომლები პატრონთან ამოწმებენ, თუ კონკრეტულად რა ნივთს ატარებს და ადეკვატური სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიღების შემდეგ, მას დამატებითი კონტროლის გარეშე ატარებენ. ამიერიდან კი სავარაუდოა, რომ ასეთ სიტუაციებში ბარგის შემოწმების პროცედურებმა შეიძლება ხელით შემოწმების პროცედურებიც გაითვალისწინა.
გარდა ამისა, კანონპროექტი აწესებს ჯარიმებს (620-დან 15,6 ათას დოლარამდე) იმის გამო, რომ პილოტმა ფრენის დროს არ შეატყობინა ხელისუფლებას ბორტზე კანონის დარღვევის შესახებ.