თურქეთის აეროპორტებმა ქვეყნის მთავრობას ფინანსური დახმარებისთვის მიმართეს.
აეროპორტების ოპერატორები თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების მმართველისგან (DMHI) ქირის გადასახადების გადავადებას, ფასდაკლებას და კონტრაქტების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ
როგორც ცნობილია COVID-19-ის პანდემიამ 2020 წელს სამგზავრო მიმოსვლის კოლაფსი გამოიწვია.
სტამბულის მთავარი ჰაბი, რომელიც 2019 წელს გაიხსნა და წელიწადში 90 მილიონამდე მგზავრის გატარება შეუძლია, 2020 წელს მხოლოდ მეოთხედს მოემსახურა.
სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტს, ქალაქის სიდიდით მეორე ჰაბს, რომელსაც Malaysia Airports Holdings-ი მართავს, მგზავრთნაკადი 52%-ით შემცირდა. ხოლო ქვეყნის 5 აეროპორტში, რომელსაც Aeroports de Paris-ის შვილობილი TAV Airports-ი მართავს მგზავრთნაკადია 70%-იანი კლება დაუფიქსირდა.
თურქეთში, TAV Airports-ის მმართველობაში არსებული აეროპორტებისთვის – ანტალია, ანკარა, გაზიფაშა (ალანია), იზმირი და მილას (ბოდრუმი), თუქეთის საავიაციო ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდი ფორს მაჟორად აღიარა.
DHMI-ის გადაწყვეტილებით აერპორტების მმართველ კომპანიას ოპერირების პერიოდი 2 წლით გაეზარდათ. ამასთან ერთად საკონცესიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის გადასახადი აღნიშნულ აეროპორტებს 2024 წლამდე გადაუვადდა.