2022 წელს თურქეთის აეროპორტების მიერ გატარებული საჰაერო ტვირთების დაახლოებით 74 პროცენტი სტამბოლზე მოდის.
კოროვირუსული პანდემიის დადგომასთან ერთად, საჰაერო ტრანსპორტმა მთელ მსოფლიოში რიგი პრობლემების გამო, პოპულარობა მოიპოვა, რომლებიც წარმოიშვა სხვადასხვა კუთხეში სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით საქონლის ტრანსპორტირებისას.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებით, სტამბოლის საჰაერო ნავსადგურებში 2022 წელს საჰაერო ტვირთების მოცულობის ზრდა დაიწყო.
თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატის (DHMİ) მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს აეროპორტ “სტამბოლიდან” შიდა ხაზებით 190 088 ტონა ტვირთი იქნა გატარებული, ხოლო საერთაშორისო დონეზე 2 367 338 ტონა.
საერთო ჯამში, აეროპორტ „სტამბოლიდან“ საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2 557 426 ტონა შეადგინა. საჰაერო ტვირთების ზრდამ 2022 წელს შეადგინა 24 პროცენტი შიდა ფრენებზე და 72 პროცენტი საერთაშორისო ფრენებზე.
აეროპორტ “სტამბოლიდან“ 2021 წელს გადაზიდული საჰაერო ტვირთების მოცულობამ 1 529 778 ტონა შეადგინა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 67 პროცენტით გაიზარდა.