2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთს ტურისტებს ახალ გადასახადს გადაახდევინებს.
ტურისტების უსაფრთხოების გადასახადის მოცულობა 1.5 ევროა და მას თურქეთის ნებისმიერ აეროპორტში ჩაფრენისას გადაიხდიან.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველი ვერსიით გადასახადის მოცულობა 3 ევრო უნდა ყოფილიყო თუმცა TURSAB-ის ჩარევის შემდეგ დასაწესებელი გადასახადის მოცულობა შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს თურქეთი 40 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდება.