თურქეთი არის ქვეყანა, სადაც შეძლებთ  საუკეთესოდ დაისვენოთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად და ასევე დაგეგმოთ საოცარი ქორწილი ან თაფლობისთვე.

“RSVP”, რომელიც  მომდინარეობს ფრანგული ფრაზიდან “répondez s’il vous plait“, პირდაპირ ითარგმნება როგორც “უპასუხე,  გთხოვ.”  იგი გამოიყენება წერილობითი მოწვევის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც მოგიწვიათ, იმ ადამიანებს უნდა უთხრათ, ნამდვილად მიდიხართ თუ არა.  თურქეთი  უმაღლესი დონის საქორწილო ღონისძიებების  ორგანიზატორული თვალსაზრისით ყოველთვის წინა პლანზეა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ქორწილებთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, (RSVP და EWPC  -ეგზოტიკური ქორწილის დაგეგმვის კონფერენცია),  რომლებიც ქალაქ სტამბოლსა და ბოდრუმში ტარდება.

2024 წლის 2-5 აპრილს სტამბოლში ჩატარდა  RSVP-ის კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ ქორწილებისა და სხვა ივენთების,  200-ამდე ინდუსტრიის წარმომადგენელი პროფესიონალები.   მათ შეისწავლეს და განიხილეს ქალაქის ის ადგილები, რომლებიც  უნიკალურია საქორწილო ღონისძიებების ჩასატარებლად.

სტამბოლი: საქორწილო სამოთხე, რომელიც აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვეობას

უნიკალური გარემოს დამსახურებით  სტამბოლი ქორწილების აღსანიშნავად მიიჩნევა საოცარ ადგილებად.  მითუმეტეს, იგი მდებარეობს ორ კონტინენტს შორის, გეოგრაფიულად ძალიან საინტერესო ადგილზე. ამასთან, ავიაკომპანიები  ამ ქალაქში გვთავაზობენ პირდაპირ ფრენებს, რომელიც მასთან დაახლოებას უფრო გვიმარტივებს.  აღსანიშნავია  თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამორჩეული სასტუმროები, სადაც ნახავთ შესაბამის სამეჯლისო დარბაზებს, სპა ცენტრებს, აყვავებულ ბაღებსა და სხვა საინტერესო ადგილებს, რომლებიც წყვილისთვის ქმნის საკმაოდ რომანტიკულ გარემოს. აღნიშნული  სასტუმროები იტევს 200-2000-ამდე ადამიანს.

ოსმალეთის იმპერიის ყოფილ დედაქალაქს ასევე ამშვენებს კაშკაშა  ზღვისპირა სასახლეები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მათი უმეტესობა განლაგებულია ბოსფორის სანაპიროზე.

ბოდრუმი

ბოდრუმი თურქეთში არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასასვენებლად და ამასთან, იდეალური  ქორწილის ჩასატარებლად.   სტამბოლის მსგავსად, ბოდრუმშიც არის შესაძლებელი პირდაპირი ფრენების განხორციელება.

საქორწილო ადგილების თვალსაზრისით, ბოდრუმში ნახავთ მსოფლიო დონის, პრემიუმ კლასის სასტუმროებს, რომლებსაც აქვთ მუსიკალური და სამეჯლისო დარბაზები, ბაღები, აუზი, ფართო ბაღები და სხვ.   ბოდრუმის სასტუმროებში 150-დან 1000-ამდე კაცის დატევაა შესაძლებელი.     ასევე აღსანიშნავია, რომ აქ წყვილსა და სტუმრებს მოემსახურებიან საოცრად, რაც  ღონისძიებას, ცხადია, უფრო სასიამოვნოს გახდის.       ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ სტამბოლი და ბოდრუმი გასტრონიმიის თვალსაზრისით მიშლენის სახელმძღვანელოშია Michelin GUIDE  შეყვანილი.

საბოლოოდ, სტამბოლი და ბოდრუმი გთავაზობთ  საოცარ ადგილებს მდიდრული და ბრწყინვალე ქორწილების ჩასატარებლად, ამიტომ , როცა დაგეგმავთ დაოჯახებს, ეს ორი ქალაქი აცილებლად უნდა გქონდეთ გეგმაში.