თურქეთმა შეხვედრების, ინიციატივების, კონფერენციებისა და გამოფენების (MICE tourism – Meetings, incentives, conferences and exhibitions tourism) ინდუსტრიაში თავი მტკიცედ დაიმკვიდრა წამყვან და ლიდერ ქვეყანად. იგი გთავაზობთ მსოფლიო კლასის ადგილებს, საოცარ ინფრასტრუქტურასა და განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, ქალაქი სტამბოლი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი საერთაშორისო შეხვედრების ბაზარზე, სადაც მან მიიზიდა უმნიშვნელოვანესი კონგრესები და კორპორატიული ღონისძიებები.
საერთაშორისო შეხვედრების ბაზარზე სტამბოლის მნიშვნელობის გასაზრდელად ახალი პარტნიორობა
სტამბოლი ამ სფეროში დგამს თამამ ნაბიჯებს, რათა მყარად განიმტკიცოს თავისი პოზიცია მსოფლიოს წამყვანი კონგრესების დანიშნულებების რიგში. ამისათვის მან დაიწყო ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც აერთიანებს MICE tourism – ის ინდუსტრიის მთავარ მონაწილეებს, რის მიზანიც დელეგატების მონაწილეობის გაზრდა და გაფართოებაა.
ამ ინიციატივას ხელმძღვანელობს კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტო (TGA), სტამბოლის მერია, სტამბოლის სავაჭრო პალატა, სტამბოლის კონვენციათა და ვიზიტორთა ბიურო (ICVB), Turkish Airlines, Pegasus Airlines, თურქეთის სასტუმროების ასოციაცია (TUROB) და სტამბოლის ორი მთავარი აეროპორტი – İGA Istanbul Grand Airport და საბიჰა გოკჩენის აეროპორტი (SAW).
ერთიანი ძალისხმევა გლობალური კონგრესების ორგანიზებისთვის
ამ ძლიერი კოალიციის საშუალებით, სტამბოლი წარმოგვიდგენს მნიშვნელოვან მიდგომას ამ სფეროში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზატორების შეუფერხებელ მხარდაჭერას კონგრესების გამართვისთვის. თანამშრომლობა ფოკუსირდება შემდეგ ფაქტორებზე:
- გამარტივებული მიდგომა: ერთიანი და გამარტივებული მიდგომა საერთაშორისო კონგრესების წინადადების წარდგენაში უზრუნველყოფს იმას, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა ეფექტურად და თავდაჯერებით გაიარონ აღნიშნული პროცესი.
- დელეგატების მხარდამჭერი ინიციატივები: სპეციალურად შექმნილი მარკეტინგული ძალისხმევა და სტრატეგიული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავს სტამბოლში გამართული კონგრესებისთვის გლობალური აუდიტორიის გაზრდას.
- კონგრესის მხარდაჭერის პაკეტები: ფინანსური და ლოჯისტიკური წახალისებები, მარკეტინგული დახმარება და ინდივიდუალურად შემუშავებული ქალაქის გამოცდილებები, რომლებიც გააუმჯობესებენ სტამბოლის მიმზიდველობას ამ თვალსაზრისით.
ამ ინიციატივის მთავარი ნაწილი საჯარო-პარტნიორული სექტორის ინდუსტრიული დეკლარაციაა, რომელიც წარმოადგენს ყველა პარტნიორის ოფიციალურ ვალდებულებას აქტიურად გაუწიოს მხარდაჭერა და გამართოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონგრესები სტამბოლში. ეს დეკლარაცია ხაზს უსვამს თურქეთის მზადყოფნას, შექმნას შემდგომი განვითარებისუნარიანი და ბიზნეს-მეგობრული გარემო მსოფლიო შეხვედრების ინდუსტრიაში.
სტამბოლს მისი უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ხდის უფრო საინტერესოს, მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს გლობალურ ბაზარზე.
სტამბოლი – გლობალური ჰაბი ცოდნისა და ინოვაციებისთვის
საუკუნეების განმავლობაში, სტამბოლი იყო ძალისა, ცოდნისა და ვაჭრობის ცენტრი, რომელიც განსაზღვრავდა ცივილიზაციების განვითარებას და ხელს უწყობდა გლობალურ გაცვლას. დღესაც, ქალაქი აგრძელებს ლიდერობასდა ის არის ფაქტობრივად, გლობალური ჰაბი ცოდნისა და ინოვაციებისთვის. იგი გვთავაზობს დინამიურ სისტემას, სადაც ბიზნესი, მეცნიერება, ტექნოლოგიები და კულტურა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
ორ კონტინენტს შორის მდებარე სტამბოლში მდებარეობს სპეციალურად აშენებული კონგრეს-ცენტრები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. ქალაქის კონგრესის ხეობა, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრად არის ცნობილი, შეუფერხებლად უხამებს ისტორიულ სილამაზესა და უახლეს ტექნოლოგიებს. მონაწილეებს შეუძლიათ დაათვალიერონ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ნახონ ცოცხალი ღამის ცხოვრება, ასევე, ისარგებლონ ლუქს შოპინგით, რაც ყოველ მოგზაურობას დაუვიწყარს და საინტერესოს ხდის.
ამ მხრივ აღანიშნავია სტამბოლის გასაოცარი ურბანული პროექტები – გალათაპორტი და ტერსანი.
გლობალური ქალაქი საოცარი ხელმისაწვდომობით
სტამბოლში ორი საერთაშორისო აეროპორტი – İGA და საბიჰა გოკჩენის აეროპორტი 560-ზე მეტ პირდაპირ ფრენას სთავაზობენ ტურისტებს.
ცოდნისა და ინოვაციის მძლავრი ცენტრი
სტამბოლი არის ქალაქი, რომელიც ქმნის ახალ იდეებსა და ინოვაციებს. აქ არის:
- 60-ზე მეტი უნივერსიტეტი, წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები და მსოფლიო აღიარებული მეცნიერთა ჯგუფები
- სისტემა მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რომელიც მხარს უჭერს ახალ აღმოჩენებს
- მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სამედიცინო ინსტიტუტები და საავადმყოფოები, რაც მას სამედიცინო და სამეცნიეროო ღონისძიებების ცენტრად აქცევს.
- სტამბოლი თავისი მიმზიდველობით ჯანდაცვასთან, ტექნოლოგიებსა და ფინანსებთან ქმნის იდეალურ პლატფორმას გლობალური ინდუსტრიებისთვის.
ბიზნესი, ვაჭრობა და ინდუსტრიული ლიდერობის ცენტრი
სტამბოლი არის სწრაფად მზარდი ეკონომიკური ჰაბი გლობალური ბიზნეს ლიდერებისთვის. ის არის მნიშვნელოვანი მოთამაშე:
o საერთაშორისო ვაჭრობაში და ინვესტიციებში, სადაც თავმოყრილია გლობალური ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები,
o გლობალური კონგრესების საკითხში, რა დროსაც იკრიბებიან მეცნიერებიი, ლიდერები, ინდუსტრიული ინოვატორები და პოლიტიკოსები.
ამ ყველაფერთან ერთად, კონგრესის გამართვა სტამბოლში ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ წვდომას არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე, არამედ გლობალურ დინამიურ ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ნეთვორქინგს, ცოდნის გაცვლასა და ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებას.
ღონისძიების მიღმა არსებული შეუდარებელი გამოცდილება
სტამბოლში გამართული კონგრესი არ შემოიფარგლება მხოლოდ სესიებით – ეს არის თავგადასავლებით სავსე გამოცდილება. კერძოდ, ქალაქი საკუთარი ღირსშესანიშნაობებით, უნიკალური ადგილებით, საოცარი გასტრონომიული კულტურთ სტამბული სთავაზობს დელეგატებს მრავალმხრივ და უნიკალურ მოგზაურობას, რომელიც ბიზნესის საზღვრებს დიდი ხანია სცდება.
- ყოველწლიურად სტამბოლს 18 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს
- ქალაქში ისტორიული და თანამედროვე ადგილები, მსოფლიო დონის საკონფერენციო ცენტრებიდან დაწყებული საოცარი სანაპირო ადგილებით დამთავრებული
- კრუიზები, კერძო იახტები, კულტურული სემინარები და ისტორიული ადგილები
- მდიდარი კულტურული სცენა, რომელშიც წარმოდგენილია კულტურული ღირსშესანიშნაობები – მუზეუმები და იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლები
- დინამიური ღამის ცხოვრება, მაღალი კლასის შოპინგი და უნიკალური ფესტივალები, რომლებიც მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის.
- Michelin Guide-ის კულინარიული სცენა, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან არომატებს თანამედროვე გასტრონომიასთან მიმართებაში
თურქეთი – ბიზნესისა და განტვირთვის შესანიშნავი შესაძლებლობა
თურქეთი გთავაზობთ ბიზნესისა და განტვირთვისთვის საოცარ ადგილებს, სადაც საქმესთან ერთად შეძლებთ საუკეთესოდ დაისვენოთ.
ანტალია -MICE-ის სამოთხე წლის მანძილზე
ანტალია ერთ-ერთი მსოფლიოს წამყვანი კურორტი და საერთაშორისო შეხვედრების ადგილია. ქალაქი 300-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი და 175,000-ზე მეტი საკონფერენციო ადგილით, მასპინძლობას უწევს მაღალი რანგის ღონისძიებებს, მათ შორის G20-ს სამიტსაც მან გაუწია მასპინძლობა. საბოლოოს, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ტურიზმის ინფრასტრუქტურა, ხმელთაშუა ზღვის პლაჟები, უძველესი შენობები და დაუვიწყარი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო ერთობლივად ქმნის საოცარ თავგადასავალს.
ბოდრუმი
სასტუმროებით, დახვეწილი ადგილებითა და ლუქს ცხოვრების სტილით ცნობილი ბოდრუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულება მოგზაურობისთვის. მას აქვ სპირდაპირი ფრენები ევროპის დედაქალაქებიდან. ამჟამად, ბოდრუმი აღიარებულია American Express Travel-ის “Trending Destinations 2024”-ის სიაში, სადაც მოცემულია ასული წლის ყველაზე მოთხოვნადი და ტრენდული მიმართულებები სამოგზაუროდ.
იზმირი
იზმირი ტურისტებს თანამედროვე ინფრასტრუქტურის, მდიდარი ისტორიისა და გამორჩეული საკულტო სცენის უნიკალურ დინამიურ სინთეზს სთავაზობს. როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული ეფესოსისა და პერგამონის სამშობლო, ქალაქი შთააგონებს MICE ღონისძიებებს. Lonely Planet-ის მიერ “Best in Travel 2024”-ში აღიარებული იზმირი აქტიურად იზიდავს ვიზიტორებს თავისი ცოცხალი ქალაქური ცხოვრებით, სანაპიროებითა და ცნობილი ღვინის ადგილებით.
კაპადოკია
თუ დაუვიწყარი სამოგზაურო გამოცდილება გინდათ, კაპადოკია ამისათვის უნიკალური მიმართულებაა. მისტიკური ლანდშაფტები, კლდეში ნაკვეთი სასტუმროები და საჰაერო ბურთები განტვირთვისთვის ქმნის იდეალურ გარემოს. მდიდარი ისტორია, მიწისქვეშა ქალაქები და უნიკალური ბუნებრივი ფორმაციები კაპადოკიას განსაკუთრებულ ადგილად აქცევს ღონისძიებების გასამართად.