თურქეთი მსოფლიოში ცნობილია არამხოლოდ თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობებით, არამედ უმაღლესი დონის სასტუმროებით, რესტორნებითა და ამასთან, საუკეთესო მომსახურებით, რაც ბოლო დროს ტურიზმის სფეროში შემუშავებული ეფექტური სტრატეგიების დამსახურებაა.
ამ წინსვლაში უდიდეს როლს თამაშობს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, რომელიც მნიშვნელოვან ტურისტულ პროგრამებს ახორციელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ამ სფეროს. ტურიზმის მინისტრის, მეჰმედ ნური ერსოის მენეჯმენტით შემუშავებულ იქნა განვითარების მრავალი პროექტი, რომელშიც შედის საერთაშორისო ღონისძიებები, სპორტული ტურნირები და სხვა კულტურული ფესტივალები.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ადგილების გაფართოების მიზნით ასევე შეიქმნა პროექტი – „მომავლის მემკვიდრეობა“, რომელიც 172 ისტორიულ ადგილში გათხრების ჩატარებას და მათ აღდგენას გულისხმობს. მათი ნაწილი მოქცეულია ბერგამას რეგიონში, სადაც ანტიკური ხანის მრავალი შენობების დაგხვდებათ. სამინისტრომ ასევე შექმნა „ღამის მუზეუმების“, პროექტი, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს, არასამუშაო საათებშიც კი მოინახულონ უძველესი მონუმენტური ნაგებობები და უძველესი ანტიკური ქალაქები.
კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მეჰმედ ნური ერსოი მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული 81-ვე პროვინცია მდიდარ ტურისტულ ადგილებად აქციოს, რასაც იგი ტურისტული სეზონის 12 თვემდე გახანგრძლივების გზით შეეცდება. ის თავის მიზნებს ასე აჯამებს:
„ქვეყნის ტურიზმის შემოსავლების 80% უპირატესად მარმარილოსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდან მოდის. რაც შეეხება ეგეოსს, მისი წილი 10%-ია, დარჩენილი 10% კი შავი ზღვისა და ანატოლიის რეგიონებს ეკუთვნის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა და ამავდროულად, გავზარდოთ შემოსავალიც. ამ მხრივ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია ეგეოსის ზღვის სანაპირო. მიუხედავად მისი მნიშვნელოვანი პოტენციალისა, კულტურული ფასეულობებისა და ბუნებრივი რესურსებისა, მაინც გარკვეული რეფორმებია განსახორციელებელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს და შევეცდებით, რომ ეგეოსის ზღვის სანაპიროები საერთაშორისო ტურისტებისთვის წინა პლანზე გადმოვიტანოთ“.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი ძალისხმევას არ იშურებდა იმისათვის, რომ ბევრ ტურისტულ ობიექტს მიეღო მდგრადობის სერთიფიკატები. შედეგიც დაიდო და თურქეთის 21,000 სასტუმროდან დაახლოებით 16000-ზე მეტმა წარმატებით მიიღო აღნიშნული სერთიფიკატი.
თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) ქვეყნის პოპულარიზაცის პროექტებს 200-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. მისი თქმით, თურქეთი ტურისტებს არა მხოლოდ საუკეთესო საზღვაო დასვენებას, არამედ 60-ზე მეტ საინტერესო ისტორიულ და კულტურულ ადგილს სთავაზობს. მთლიანობაში იგი გთავაზობთ დასვენების ფართო არჩევანს რაშიც შედის საინტერესო თავგადასავლების ძიება ბუნებაში, არქეოლოგიური და კულტურული ტურები, საკრუიზო და ველოტურიზმი, ასევე გასტრო ტურები და სხვ. თურქეთი ამ მხრივ საგრძნობლად გამორჩეულია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ სტამბოლის, ბოდრუმისა და იზმირის ტურისტული ობიექტები Michelin-ს სახელმძღვანელოშია შეტანილი. თურქეთის წარმატებას ამ სფეროში ამყარებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ადგილების მზარდი რაოდენობა, რომელთაგანაც ნახავთ დედაქალაქ ანკარასა და უძველეს ქალაქ გორდიონს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა 2023 წელი 56,7 მილიონი ვიზიტორით და 54,3 მილიარდი დოლარის შემოსავლით დახურა. სამინისტროს თქმით, ეს შედეგი 2024 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება.