თურქეთი ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირებას აგრძელებს. როგორც კომპანია Coral Travel-ის გენერალური დირექტორის მოადგილე სელჩუკ ბუგაი აცხადებს, გაწერილი სქემის მიხედვით, სუბსიდირებული რეისებით თურქეთში ტურისტების შეყვანა სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

„სექტემბერში თვითმფრინავზე სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა 1.5 ათასი დოლარი იქნება. თუმცა თუ თვითმფრინავი 200-ზე მეტ მგზავრზე გათვლილი, მაშინ სახელმწიფოს მხარდაჭერა რეისის ღირებულების 30%-ი იქნება.

ოქტომბერში ერთ თვითმფრინავზე სუბსიდირების თანხა 3 ათასი დოლარი იქნება, ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში 9 ათასი დოლარი.

არააქტიურ სეზონზე სახელმწიფო ტურიზმის ბიზნესს უფრო მეტ მხარდაჭერას უცხადებს “, – განმარტა ბუგაიმ.

ტუროპერატორი აზუსტებს, რომ სუბსიდირების პროგრამა ამ დროისათვის მხოლოდ დეკემბრის ბოლომდეა გაწერილი.

„ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა 2019 წლის ტურისტულად არააქტიურ სეზონზეც გავრცელდება. თუ რა იქნება მომავალ ზაფხულში ეს წინასწარ არავინ იცის“, განაცხადა მან.