თურქეთი All Inclusive-ს მომსახურების გაუქმებაზე ფიქრობს. 2018 წელი შესაძლოა გახდეს ბოლო წელი, როდესაც ტურისტები თურქეთში All Inclusive სერვისით ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ტურისტული კომპანია Limak-ის ხელმძღვანელმა ქაან ქავალოღლუმ გააკეთა.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სისტემა All Inclusive მოლოდინებს ვეღარ ამართლებს და დროა ტურისტებს ალტერნატივა შეეთავაზოს.

„ეს სერვისი ტურისტებს პრაქტიკულად ზღუდავს და ისინი აღარ გამოდიან სასტუმროებიდან“, აღნიშნა ქავალოღლუმ.

ტუროპერატორების აზრით, სწორედ ეს სერვისია „დამნაშავე“ იმაში, რომ ტურისტები სხვადასხვა ტურისტული ადგილების მონახულებაზე უარს ამბობენ.

იმავდროულად ტურისტული ბიზნესი სასტუმროებს მოუწოდებს, რომ გასართობი ცენტრები მხოლოდ სასტუმროების ტერიტორიაზე აღარ შექმნას. ამ ალტერნატიული გზით კი ქვეყნის ტურისტულ ბიზნესს შემოსავლები შესაძლოა 50 მლრდ დოლარამდე გაეზარდოს.