საერთაშორისო ველო ღონისძიებების სამშობლოს – თურქეთს, 2025 წლისთვის საკმაოდ საინტერესო პროგრამა აქვს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ველომოყვარულებს მრავალფეროვან თავგადასავლებსა და დაუვიწყარ სიამოვნებას ჰპირდება. თქვენ ველომარშრუტების მეშვეობით შეძლებთ ხმელთაშუა ზღვიდან ეგეოსამდე, გაიაროთ ულამაზესი ყურეები და მიჰყვეთ უძველესი ცივილიზაციების კვალს, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

აღსანიშნავია ქალაქი იზმირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ველომოყვარულთათვის თურქეთში, რადგანაც სწორედ ამ ქალაქზე გადის ველობილიკის მარშრუტი EuroVelo 8. ამ მარშრუტზე ველომოყვარულებს ისტორიული ძეგლების მონახულება და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვაც შეუძლიათ. ზოგადად, თურქეთი პრესტიჟული ველო შეჯიბრებების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პრესტიჟული შეჯიბრია სწორედ საპრეზიდენტო ველო ტური, რომელიც ჩატარდება 27 აპრილიდან 4 მაისამდე და მეორეა L’Etape Türkiye “Tour de France”, რომელიც გაიმართება სტამბოლში 11-12 ოქტომბერს. ამ შეჯიბრებების დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ თურქეთის უნიკალური მარშრუტები და ამავდროულად, დააგემოვნონ თურქული სამზარეულო. წარმოგიდგენთ თურქეთის 2025 წლის ველო რბოლების პროგრამას:

თურქეთის ველო პროგრამას წელს დაემატა პედალიას ტური (Tour of Pedalia), რომელიც ერთ-ერთი საინტერესო რბოლაა პროგრამის ფარგლებში. პედალიას ზამთრის ტური წელს ანტალიაში მიმდინარეობდა დ აიგი 16 თებერვლამდე გაგრძელდა. ამ რბოლაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ველოსიპედისტების 11 გუნდი ასპარეზობს. ამ ბრწყინვალე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ანტალიაში 80-ზე მეტი სპორტსმენი შეიკრიბა. ისინი ასპარეზობენ 203 კილომეტრიან მარშრუტზე, რომელიც ასახავს ქალაქის ისტორიის, ბუნების და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ერთიანობას. ამ ტურის ფარგლებში იყო კონცერტები, საჯარო გამოსვლები, სემინარები, ველო რბოლები ბავშვებისთვის და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

საგზაო ველოსიპედის ერთგვარი სახეობა Gran Fondo წელსაც ველო რბოლების განუყოფელი ნაწილი იქნება. წლის განმავლობაში სულ 16 შეჯიბრი ჩატარდება 13 სხვადასხვა პროვინციაში. ზაფხულის თვეებში ამ ბრწყინვალე ტურნირის ერთ-ერთი პირველი გაჩერება ზღვისპირა სილამაზით გამორჩეული ქალაქი ქემერი იქნება. Kemer Gran Fondo გაიმართება 18-19 აპრილს და იგი მონაწილეებს შესთავაზებს დაუვიწყარ გამოცდილებას თავისი პლაჟებითა და უნიკალური პატარა ყურეებით, რომელიც ლურჯი წყლებით არის გარშემორტყმული.

შჯიბრებები გაიმართება ეგეოსის რეგიონშიც, რომელიც ცნობილია თავისი ბრწყინვალე სანაპირო ზოლით, მდიდარი კულტურითა და მშვიდი ცხოვრების წესით. კერძოდ, ამ შეჯიბრებებს ქალა ბოდრუმსა და ფეთჰიეში ვიხილავთ. Bodrum Gran Fondo (5-6 აპრილი) იქნება რბოლა, რომელიც გააერთიანებს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. ამის შემდეგ კი, Fethiye Gran Fondo (12-13 აპრილი) მონაწილეებს უნიკალურ მარშრუტებს შეზთავაზებს ზეთისხილის კორომებისა და ვენახების გავლით.

 

Gran Fondo გაზაფხულის ბოლოს მარმარილოს ზღვის რეგიონშიც ჩატარდება. კერძოდ, 24-25 მაისს ისტორიულ ქალაქ ბურსაში გაიმართება. აღნიშნული ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული მემკვიდრეობით, მდიდარი სამზარეულოთი და ბუნებით, რბოლის მონაწილეებს ჰპირდება უნიკალურ ველო თავგადასავლებსა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

წელს Gran Fondo-ს ველო რბოლა ასევე ტურისტებს შესთავაზებს სანახაობრივ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში. ეს ეტაპი 17-18 მაისს დაიწყება თანამედროვე და ისტორიულ ქალაქ სამსუნში, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. Gran Fondo ამასთან, გააცნობს მონაწილეებს კაპადოკიის ზღაპრულ მიწას და დედაქალაქ ანკარას. 14-15 ივნისს კი კაპადოკია ველოსიპედისტებს თავისი უძველესი ქვის სახლებითა და უზარმაზარი ხეობებით მოხიბლავს.

რაც შეეხება ქალაქ ტრაპიზონს, ის ველოსიპედისტებს 28-29 ივნისს უმასპინძლებს. შემდეგი გაჩერება კი იქნება ანკარა, სადაც 23-24 აგვისტოს ველოსიპედისტები რბოლების მეშვებთ შეისწავლიან დედაქალაქის მდიდარ ისტორიას, დიდებულ ძეგლებს და ურბანულ ატმოსფეროს.

როლები თურქეთის ქალაქ ზონგულდაქშიც (Zonguldak) ჩატარდება. კერძოდ, 30-31 აგვისტოს გაიმართება და მონაწილეები ამ დროს დაიწყებენ საინტერესო მოგზაურობას ქალაქის მთიან და მწვანე ბუნებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ შავ ზღვის Gran Fondo-ს მღელვარება ქალაქ რიზეში, 13-14 სექტემბერს დასრულდება. ამ დროს შჯიბრის მონაწილეები ჩაის პლანტაციებს, დიდებულ ჩანჩქერებსა და მთის ბილიკებს მოივლიან. ყოველივე ეს პროცესი გამოცდილ ველოსიპედისტებსაც კი დაუვიწყარ გამოწვევებს შეუქმნის.

ახალი სეზონის გახსნის ღონისძიების სახით, Gran Fondo 6-7 სექტემბერს, აივალიქშიც გაიმართება. ამ დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20-21 სექტემბერს გაიმართება Gran Fondo Pamukkale, რა დროსაც მრბოლელები უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ. ისინი იმოძრავებენ მარშრუტებზე, რომლებიც გარშემორტყმულია დენიზლის ულამაზესი თეთრი ტრავერტინებით.

აღსანიშნავია Gran Fondo Çeşme-ც, რომელიც გაიმართება 25-26 ოქტომბერს, ულამაზეს ქალაქ ჩეშმეში.

კიდევ ერთი Gran Fondo, რომელიც ჩატარდება შემოდგომის სეზონზე, 6-9 ნოემბერს ანტალიაში, საშუალებას მისცემს მონაწილეებს დატკბნენ ქალაქის შემოდგომის რბილი კლიმატით და ასევე გამოიკვლიონ მისი ულამაზესი ბუნება. საგულისხმოა, რომ ბოლო რბოლა ქალაქ იზმირში 22-23 ნოემბერს დასრულდება. როგორც ჩანს, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. სწორედ ასეთივე საინტერესო და გამოწვევებით სავსე იქნება შეჯიბრის მონაწილეებისთვისაც.