15 მაისიდან თურქეთი 16 სახელმწიფოდან ჩასული ტურისტებისათვის PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებას აუქმებს. როგორც გამოცემა Hürriyet-ი იტყობინება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფატიჰ კარამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებულია 16 ქვეყანა, საიდანაც შემოსულ ტურისტებს შესაძლოა PCR-ტესტის წარდგენა არ დაევალდებულოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ამ 16 ქვეყნიდან საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შესულ ტურისტებზე.

16 ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

ჰონკონგი;

ჩინეთი;

ტაივანი;

ვიეტნამი;

სინგაპური;

ტაილანდი;

სამხრეთ კორეა;

იაპონია;

ისრაელი;

ავსტრალია;

ახალი ზელანდია; 

დიდი ბრიტანეთი;

ლატვია;

ლუქსემბურგი;

უკრაინა;

ესტონეთი;