ხშირად ავიაბილეთის ფასი დამოკიდებულია არა იმაზე, თუ საით მიფრინავთ, არამედ იმაზე – საიდან იწყებთ მოგზაურობას. Travel + Leisure-მა Kayak-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა იმ მცირე აეროპორტების სია, სადაც 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა.

რატომ არის მცირე აეროპორტები უფრო იაფი?

მსხვილი ჰაბებისგან განსხვავებით, რეგიონულ აეროპორტებს აქვთ დაბალი საოპერაციო ხარჯები. რაც ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს ბილეთებზე ფასები შეამცირონ.

ასეთ აეროპორტებში ხშირად ბაზირებულია ისეთი კომპანიები, როგორიცაა Allegiant, Avelo ან Spirit.

რაც ამცირებს მოულოდნელ ხარჯებს როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე მგზავრისთვის.

აშშ-ის ყველაზე იაფი მცირე აეროპორტების ტოპ-ათეული (საშუალო ფასი):

  • ორლანდო სანფორდი (SFB), ფლორიდა – $155
  • სენტ-პიტ-კლირუოტერი (PIE), ფლორიდა – $161
  • ატლანტიკ-სიტი (ACY), ნიუ-ჯერსი – $178
  • ნიუ-ჰეივენი (HVN), კონექტიკუტი – $188
  • ტრენტონ-მერსერი (TTN), ნიუ-ჯერსი – $202
  • პროვო (PVU), იუტა – $218
  • სტიუარტი (SWF), ნიუ-იორკი – $250
  • ჩიკაგო როკფორდი (RFD), ილინოისი – $259
  • აკრონ-კანტონი (CAK), ოჰაიო – $259
  • პეინ ფილდი (PAE), ვაშინგტონი – $262

Kayak-ის ტრენდების ექსპერტი, სარა კენედი, აღნიშნავს, რომ დაზოგვის მთავარი გასაღები მოქნილობაა. ხშირად დიდი ქალაქის მთავარი აეროპორტიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარე მცირე აეროპორტიდან გაფრენა ორჯერ იაფი ჯდება.

„თუ მზად ხართ, ცოტა მეტი დრო დახარჯოთ გზაში აეროპორტამდე, შეგიძლიათ ასეულობით დოლარი დაზოგოთ, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში,“ – აცხადებს კენედი.

ამასთან, მცირე აეროპორტებში გაცილებით მარტივია უსაფრთხოების შემოწმების გავლა და პარკირება, რაც მგზავრობას ნაკლებად სტრესულს ხდის.