საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით პრეპარატი “თრეველფაგი” შეიქმნა. როგორც “თრეველფაგის” facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ “თრეველფაგი” მსოფლიოში პირველი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც მოგზაურებს საშიში ინფექციებისგან იცავს – იქამდე, სანამ უხერხულ ხიფათს გადაეყრებიან და სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ისე, რომ მხოლოდ ინფექციის გამომწვევ მავნე ბაქტერიებს აზიანებს.
“ჩვენ ის ერთი საუკუნის გამოცდილებისა და ინოვაციის შერწყმით შევქმენით. გვწამს, უამრავ ადამიანს დავეხმარებით მსოფლიოს გარშემო, ზღვაზე და მთაში მოგზაურობისას, ან უბრალოდ ქალაქგარეთ გასვლისას დაივიწყონ საკვებისმიერი ინტქოსიკაცია და მასთან ასოცირებული სიმპტომები, როგორიც დიარეაა.
“თრეველფაგი” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) – ს მხარდაჭერით შეიქმნა. უნიკალური ფაგების ტექნოლოგიით ფაგიო™-ს შემქმნელები დაგვეხმარნენ, ხოლო განსაკუთრებულ დიზაინს Holy Motors -ს ვუმადლით. მყინვარწვერის მისადგომების შთამბეჭდავი ფოტოსთვის დიდი მადლობა მოგზაურ ირაკლი გუჯაბიძეს!
შეიძლება ახლა არ გჭირდებათ, მაგრამ როცა ქალაქგარეთ გასვლას გადაწყვეტთ, იკითხეთ თრეველფაგი აფთიაქებში.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს”, აღნიშნულია “თრეველფაგის“ facebook-ის გვერდზე.