თოვლის დიდი მასის დატვირთულობის გამო აეროპორტ “სტამბოლში” სატვირთო ტერმინალის სახურავი ჩამოინგრა. როგორც თურქული მედია იუწყება, აღნიშნული ტერმინალით მხოლოდ Turkish Airlines-ი სარგებლობდა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელების განმარტებით, ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ფაქტთან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება.