აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე რეგიონში MICE ტურიზმის განვითარების მიზნით საგადასახადო შეღავათებს აანონსებს.
„იცით, რომ რეგიონში MICE ტურიზმის ფარგლებში არის პროგრესი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ასათვისებელი უფრო მეტია, შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ შევთავაზოთ პროგრესული საგადასახადო შეღავათები იმ კონკრეტულ სააგენტოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს რეგიონში კორპორატიული და წარმომადგენლობითი ოფისების გადმოტანას“, აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებთან შეხვედრისას.
როგორც რიჟვაძე განმარტავს, მისი მთავრობისთვის ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რაშიც მისი გუნდი უფრო მეტი ძალისხმევისა და რესურსის ჩადების პირობას დებს.