2023 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და წლიურად 20% შეადგინა. საგრძნობლად გაზრდილია ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 369 ლარამდე.
სექტემბერში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, 35%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, სექტემბერში არარეზიდენტების დანახარჯების ზრდა, შესაძლებელია, ტურიზმის ძლიერ აქტივობაზე მიუთითებდეს.
სექტემბერში, უნაღდო დანახარჯების ზრდა რესტორნებსა და კაფეებში, თიბისი ბანკის არხებით, გაზრდილია და 2022 წელთან შედარებით 26% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე შემცირებულია და 30 ლარს უტოლდება.
უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით გაიზარდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 46% შეადგინა.