თურქეთში მრავალი ანტიკური ქალაქია. დღეს გესაუბრებით ერთ-ერთ ასეთ ქალაქ თეოსზე, რომელიც ფაქტიბრივად, შორეულ წარსულში გამოგზაურებთ და სულ სხვა დროში წაგიყვანთ. შესაძლოა, თეოსი არ იყოს ცნობილი ეფესოს ან  ასპენდოსის მსგავსად, თუმცა იგი საოცარი სიძველითა და კულტურული ღირებულებებით გამოირჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაიცნოს აუცილებლად.

ანტიკური ქალაქი თეოსი დღეს, იზმირის სეფერიჰისარის რაიონში მდებარეობს. იგი  უძველესი დროიდან ცნობილია იონიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქად. თეოსის გეოგრაფიული მდებარეობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს, რადგან იგი შეიძლება ითქვას, რომ საპორტო ქალაქად არის ჩამოყალიბებული.  სამხრეთ ნავსადგური უძველესი პერიოდიდან მოყოლებული ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ ბურჯად ანატოლიის სანაპიროზე. კვლევებისა და გათხრების შედეგად დადგინდა, რომ თეოსის პორტებში 50 გემს შეეძლო ერთდროულად გაჩერება. ეს რიცხვი სულაც არ არის მცირე იმ პერიოდისთვის. საპორტო ქალაქად ყოფნის გამო იგი აქტიურ როლს თამაშობდა საზღვაო ვაჭრობაში და სწრაფადაც ვითარდებოდა.

თეოსი ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ის ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ კომერციული წარმატებებით, არამედ კულტურულადაც. აღსანიშნავია, რომ აქ ღვთაება დიონისეს სახელით ცნობილი ყველაზე დიდი ტაძარი აშენდა. დიონისე მცენარეების ზრდის, ნაყოფიერებისა და ბუნების ღმერთია.

ანტიკური ქალაქი თეოსი მკვლევართა ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ თავისი არქიტექტურული ნაშთებით, არამედ წარწერებითაც. იმიტომ, რომ წარწერები აწვდის ექსპერტებს ისტორიის საჭირო ხელშესახებ დოკუმენტებს. მაგალითად, გათხრების დროს აღმოჩენილი ერთ-ერთი წარწერა არის უძველესი საიჯარო ხელშეკრულება ანატოლიაში. სხვა წარწერებში ასევე წერია, რომ ქალაქში ჩამოყალიბდა სკოლა. ასევე მითითებულია ისიც, თუ რამდენი ხელფასი უნდა გადაეხადოს მასწავლებლებს; კიდევ ერთ წარწერაში წერია, რომ გამოცდები უნდა ჩატარდეს პარლამეტის შენობაში და სხვა მნიშვნელოვანი წესები და კანონები. ეს ყველაფერი აშკარად უსვამს ხაზს, რომ იმ პერიოდის ადამიანები საკმაოდ განვითარებულები იყვნენ.

ზოგიერთი მკვლევარი ანატოლიას, კულტურების ძირითად რეგიონად განსაზღვრავს. ეს უძველესი დაგროვება და სიმდიდრე ვითარდება ერთი ცივილიზაციიდან მეორეში გადატანით. ასევე კულტურული  ტრანსფერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ხელოვნება. თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი ხელოვნების მნიშვნელობას ამ სიტყვებით გადმოსცემს: „ხელოვნების გარეშე დარჩენილი ერი სასიცოცხლო ძარღვგაწყვეტილ არსებას ჰგავს“.

გირჩევთ, რომ აუცილებლად მოინახულოთ თეოსი და ჩაეფლოთ უძველეს ანტიკურ პერიოდში.