თელ ავივიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება განიხილებოდა, თუმცა ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებულმა ახალმა COVID-რეგულაციებმა აღნიშნული პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. ისრაელმა საქართველო “წითელი” ქვეყების ზონაში გადაიყვანა
“სულ 2 კვირის წინ გვქონდა ხელშესახები მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიაკომპანიასთან, რათა პირველად გვეხილა პირდაპირი მიმოსვლა ისრაელიდან ქუთაისის მიმართულებით”, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
მისი განმარტებით, ისრაელს ესა თუ ის ქვეყანა COVID-ის გავცელების 3%-იანი ნიშნულით “წითელი” ქვეყნების ზონაში გადაჰყავს, რომლის გადახედვასაც სისტემატიურად, ყოველ 2 კვირაში ახდენს.
მარიამ ქვრივიშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო ეპიდვითარების დასტაბილურებას შეძლებს და ისრაელი საქართველო ისევ “მწვანე” ქვეყნების ზონაში დააბრუნებს. ამის იმედს კი მინისტრის მოადგილეს დაგეგმილი ვაქცინაციის მაღალი ტემპი აძლევს.