მსოფლიოს საავიაციო, კოსმოსურმა და სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა კონცერნმა Boeing Co.-მ თებერვალში შეკვეთა 37 ერთეულ თვითმფრინავზე მიიღო. ეს იმ ფონზე, როდესაც იანვარში მოთხოვნა 77 საჰაერო ხომალდზე იყო. იმავდროულად თებერვალში ფაქტობრივი მიწოდება 32-დან 22 თვითმფრინავამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ Boeing აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო საავიაციო აღჭურვილობის ფართო სპექტრს და ავითარებს კოსმოსურ პროგრამებს. Boeing-ს აქვს ორი ძირითადი განყოფილება – Boeing Commercial Airplanes, რომელიც აშენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და Integrated Defense Systems, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა კოსმოსურ და სამხედრო პროგრამებს.