2023 წლის თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 34%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 220,549 ტონა შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 856,976 ტონა. შესაბამისად კლება 34,27%-ია.
2023 წლის თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 34,07%-ია. 2019 წელს თებერვალში აეროპორტი 1 851,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 604,516 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 23,93%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2023 თებერვლის მაჩვენებლების შედარებას 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კლება 16,35%-ია. 2021 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 459,117 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
მთავარი აეროპორტები თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 34%-ით შემცირდა