“ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულებასა და მის შედეგებთან დაკავშირებით ავიაკომპანიების გაერთიანებული კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გამართა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – „ტავ ჯორჯია“-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე, მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის საკითხებთან დაკავშირებით ავიაკომპანიების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ზაფხულის სეზონზე დასრულებული პროექტები (სწრაფი გასასვლელი, ელექტრონული გასასვლელი, განახლებული პრაიმკლას დარბაზი), რომლებიც მიზნად ისახავდა ტერმინალის გამტარუნარიანობის გაზრდასა და სასაზღვრო კონტროლის ზონაში მგზავრთა რიგების შემცირებას. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც განხორციელდება მიმდინარე და შემდეგი წლის ბოლომდე, განსაკუთრებით კი იმ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის გაფრენის პროცედურების გამარტივებას, რაც გამოიხატება უფრო მეტი თვით რეგისტრირებადი კიოსკისა (Self Check-in) და ელექტრონული გასასვლელის (E Gates) დაინსტალირებაში. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე, რათა დაგეგმილი სამუშაოები წარმატებით შესრულდეს დათქმულ ვადებში.
„ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა ასევე მოისმინა ავიაკომპანიების საჭიროებები და მოთხოვნები და, შესაბამისად, გამოთქვა მზაობა მათ განხორციელებაზე იმისათვის, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს აეროპორტის სერვისებისა და პროცესების ეფექტური უზრუნველყოფა.
მთავარი აეროპორტები თეა ზაქარაძემ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულებასა და მის შედეგებთან დაკავშირებით ავიაკომპანიების გაერთიანებული...