თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, ტაილანდიდან, უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტს უმასპინძლა.
დელეგაციის ვიზიტის მთავარ ინტერესს წარმოადგენს უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულება.
TAV Georgia-ს მენეჯმენტმა სტუმრებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.