თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, ტაილანდიდან, უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტს უმასპინძლა.
დელეგაციის ვიზიტის მთავარ ინტერესს წარმოადგენს უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულება.
TAV Georgia-ს მენეჯმენტმა სტუმრებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
მთავარი აეროპორტები თეა ზაქარაძემ, ტაილანდიდან, უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტს უმასპინძლა