თბილისში Rixos -ის ნაცვლად სასტუმრო Wyndham Grand გაიხსნება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.
ისრაელური ინვესტიციით მშენებარე სასტუმროს მმართველი კომპანიის შეცვლის შესახებ საქართველო – ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა განაცხადა და სამუშაოების ბოლო ეტაპზეც აღნიშნა.
თავისუფლების მოედანთან გუდიაშვილის N3-ში სასტუმრო უკვე წლებია შენდება და მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა, რაც პროექტის სირთულით აიხსნა.
იციკ მოშე სასტუმროს გახსნას 2018 წლის ბოლოს აანონსებს.
მრავალფუნქციურ კომპლექსში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.