ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე მადრიდში
ავიაკომპანია Swiftair-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Swiftair ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Europa-ს პარტნიორია. შეხვედრაზე ესპანური ავიაკომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ.

ავიაკომპანია Swiftair-ისა და Air Europa-ს პარტნიორობით მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ავიარეისების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით თემის შესწავლა დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართულია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.

„ესპანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ტურისტული ბაზარია, როგორც იცით ესპანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით, სწორედ ამიტომ ჩვენ ესპანეთში აქტიური კამპანია დავიწყეთ, მადრიდში ესპანეთის წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის ჩვენ პრეზენტაციები გავმართეთ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას, რაც თავის მხრივ სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით ესპანეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებს, დაინტერესება არის ძალიან დიდი. “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.