ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, ამ კუთხით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ლოკაციების შესახებ.
„იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქობულიამ.
წყარო: 1TV.ge