თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ვაკანსიას აცხადებს, საუბარია ორივე საერთაშორისო აეროპორტებში სერვის პერსონალის პოზიციაზე.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გამოცხადდა ვაკანსია სერვისპერსონალის პოზიციაზე

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;

** პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;

**კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად;

თუ გაქვთ სურვილი, დასაქმდეთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი : hrge@tav.aero და

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი : hrbus@tav.aero

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები“, – აღნიშნულია  TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.