თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეხანძრეებმა თურქეთში, ქალაქ ერზინჯანში საჰაერო ხომალდის ხანძრის ქრობის სიმულაციური სწავლება გაიარეს.
სწავლებისას, რომელიც რეალური პირობების იმიტირების გზით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აალებული საჰაერო ხომალდის მაღალი წნევის ქვეშ ქრობა ცეცხლმაქრი ნივთიერებებით.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მომზადების დონის მაქსიმალურად ამაღლების მიზნით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეხანძრეები საერთაშორისო სტანდარტების სწავლებას რეგულარულად გადიან.
მთავარი აეროპორტები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეხანძრეებმა თურქეთში საჰაერო ხომალდის ხანძრის ქრობის სიმულაციური...