თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ემზადება. აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 27 ავიაკომპანიის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ავიაკომპანიებს ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სრულად მზადყოფნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.