თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სერვის პერსონალის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ორივე აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მსურველებს შემდეგ მოთხოვნებს უწესებს:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;
კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად;
“იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით მისამართზე: hrge@tav.aero ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 310 081
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები”, აცხადებენ TAV Georgia-ში.