უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Bees Airline-ს სალიზინგო კომპანიებმა საჰაერო ხომალდების უკრაინის გარეთ გაყვანა მოსთხოვეს, შესაბამისად ავიაკომპანია თვითმფრინავების გარეშე დარჩა. ავიაკომპანიის პარკი დღემდე 4 ერთეულ Boeing 737-800 აერთიანებდა, რომლის მფლობელებიც ამერიკული კომპანიების San Сlemente Leasing LLC და BANK OF UTAH არიან. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილ რეისებს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით მაინც განახორციელებენ, თუმცა განრიგში იქნება გარკვეული ცვლილებებიც.
AviaNews-თვის ცნობილი ხდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანია Bees Airline თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA-ს ბორტებით შეასრულებს, რომელიც “ლოუქოსტერმა” ავიაგადამზიდავისგან სველი ლიზინგით აიღო.
შესაბამისად Bees Airline FlyUIA-ს საჰაერო ხომალდით პირველ ფრენას 16 თებერვალს კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.