თბილისში ibis-ის ბრენდით კიდევერთი სასტუმრო, ibis Tbilisi Airport-ის გაიხსნა. ეს არის პირველი საერთაშორისო ქსელის სასტუმრო, თბილისის აეროპორტის მახლობლად. ახლად აშენებული 72 ნომრიანი სასტუმრო მხოლოდ 5 წუთის სავალზეა ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტიდან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ტურისტებისთვის, ტრანზიტული მგზავრებისათვის და საჰაერო ეკიპაჟებისათვის.
Ibis-ი ცნობილია თავისი თანამედროვე დიზაინით, თბილი, ღია და მეგობრული გარემოთი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ibis-ის სასტუმროში დაგხვდებათ. Ibis-ი არის პირველი ბრენდი ევროპაში, რომელმაც მაღალი ხარისხის, კომფორტული და ხელმისაწვდომი სასტუმრო მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. 1974 წელს დაბადებული ბრენდის სახელზეა რევოლუციური ცვლილებები სასტუმრო მომსახურების სფეროში და ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წარმოდგენილი სამ სხვადასხვა ბრენდში – ibis, ibis Styles და ibis budget დღემდე ლიდერობს სასტუმროს ინდუსტრიაში. ჯამურად აერთიანებს 2600-ზე მეტი სასტუმროს და თითქმის 300,000 ნომერს.
დღეის მონამცემებით, საქართველოში Accor-ის 11 სასტუმროა გახსნილი, ხოლო 15-ზე მეტი პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზეა. Accor-ის ოჯახის უახლესი წევრი, ibis Tbilisi Airport, Accor-ისა და Fujin Silk Properties LLC -ის პირველი ერთობლივი პროექტის სახით შემოუერთდა.
Accor New East Europe-ის საოპერაციო დირექტორი, ალექსის დელაროფი, აღნიშნავს: „ახალი ibis Tbilisi Airport-ის გახსნა კიდევ უფრო ამყარებს Accor-ის პოზიციონირებას საქართველოში და გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს რეგიონში თანამედროვე და მრავალფეროვანი შეთავაზებების განვითარებაში. აეროპორტის სიახლოვეს-ამ მნიშვნლოვან საერთაშორისო ჰაბში, პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ინტერესს რეგიონის მიმართ.
Fujin Silk Properties LLC-ის გენერალური დირექტორი, ჯონ დოდელანდი, დასძენს: „თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ბოლო წლებში უდიდესი ზრდა განიცადა და 2024 წლის პირველ ნახევარში 2.6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 36%-ით გაზრდილია გასულ წელთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი სასტუმრო მოგზაურების თანამედროვე საჭიროებებს დააკმაყოფილებს, და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში.
ibis Tbilisi Airport გთავაზობთ 3 სხვადასხვა კატეგორიის 72 ნომერს. ოთახები გათვალისწინებულია ყველა ტიპის მოგზაურის საჭიროებებისათვის. ნომრები გაფორმებულია ნათელი, თბილი ფერებით და ხის ელემენტებით, თითოეული მათგანი აღჭურვილია Sweet Bed™ by ibis-ის საწოლებით, ხარისხიანი ხმის და შუქის იზოლაციით და სამუშაო სივრცეებით. სასტუმრო შექმნილია Art Studio-სა და ცნობილ ფრანგ არქიტექტორ კლემენტ ბლანშეს კოლაბორაციით და წარმოადგენს ბრენდის Plaza-ს დიზაინს, რომელიც ქალაქის ცხოვრებას არეკლავს სასტუმროს დიზაინში და სტუმრებს სოციალიზაციის და კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
სასტუმროში პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი – L’avion, სადაც შეიძლება დააგემოვნოთ, როგორც ქართული ასევე საერთაშორისო კერძები. სასტუმრო დამატებით გთავაზობთ მყუდრო ბარს და ტერასას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სავარჯიშო დარბაზით და იოგას ოთახით. ბიზნეს შეხვედრებისთვის და ღონისძიებებისთვის ადგილზე დაგხვდებათ 4 საკონფერენციო სივრცე, 60-მდე სტუმრისთვის, აღჭურვილი პროფესიონალური ხმის და ვიდეო სისტემებით. ასევე, სტუმრები ისარგებლებენ, ბარგის შესანახი სივრცით და პარკინგით სასტუმროს ეზოს ტერიტორიაზე.
ibis Tbilisi Airport მდებარეობს დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით, თუმცა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. ქალაქის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი East Point სასტუმროდან მხოლოდ 15 წუთის სავალზეა. სტუმრებს რომლებიც დარჩებიან სასტუმროში ექნებათ საშუალება ისარგებლონ ALL – Accor Live Limitless-ის, ყველა სერვისით და ბენეფიტით.
###
Ibis–ის შესახებ
ibis-ი 1974 წელს შექმნილი ბრენდია, რომელმაც სამართლიანად მოიპოვა ინოვაციური ბრენდის ტიტული. ibis-ის სასტუმროები საინტერესოა როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თავისი თანამედროვე სტილით, აქტიური სოციალური სივრცეებით, სახლში ყოფნის შეგრძნების მომგვრელი ოთახებით, მყუდრო ბარებით, მრავალფეროვანი საკვების შეთავაზებებით და მარტივი მობილური ჩექ-ინის გამოცდილებით. ბრენდი ცნობილი გახდა თავისი ვნებით ცოცხალი მუსიკის მიმართ. Ibis-ი სთავაზობს სტუმრებს „პლეილისტებს“ ნებისმიერი განწყობისთვის. ასევე, აღსანიშნავია ბრენდის ლოალური სტუმრებისათვის გამართული ექსკლუზიური კონცერტები, სადაც ახლბედა, ნიჭიერი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. 1,270-ზე მეტი სასტუმროთი 70 ქვეყანაში, ibis აღიარებულია, როგორც გლობალური ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ibis არის მსოფლიო მასშტაბით წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის – Accor-ის ნაწილი, რომელიც ფლობს 5,700-ზე მეტ სასტუმროს 110-ზე მეტ ქვეყანაში. გამოსარჩევია ALL – Accor Live Limitless-ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვან ჯილდოებს, სერვისებს და გამოცდილებებს მსოფლიოს ნებისიმიერ წერტილში.
ibis.com | all.com | group.accor.com