თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებაში „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მიიღეს მონაწილეობა.
„ვენდის“ ახალი რესტორანი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში მდებარეობს, მგზავრებს 24 საათის განმავლობაში უმასპინძლებს.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.