თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრირებული ბარგის შესამოწმებელი დანადგარები იცვლება.
უახლესი სტანდარტების სისტემა უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სრულ შესაბამისობაში იქნება საავიაციო უშიშროების თანამედროვე მოთხოვნებთან. სისტემის განახლების პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს. სამუშაოებს ცნობილი ჰოლანდიური კომპანია Vanderlande განახორციელებს.
ახალი სისტემის ინტეგრაციის გამო, თებერვალსა და მარტში, რამდენიმე დღით, დღის საათებში, საბარგო ლენტი არ იმუშავებს, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მგზავრებს დისკომფორტს არ შეუქმნის. ავტომატიზებული სისტემის შეფერხებით ფუნქციონირების პერიოდში, რეგისტრირებული ბარგის ტრანსპორტირებას სარეგისტრაციო დახლებიდან ბარგის სორტირების ზონაში აეროპორტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
მთავარი აეროპორტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრირებული ბარგის შესამოწმებელი უახლესი სტანდარტის აპარატები დამონტაჟდება