2024 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 287 637 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მონაცემებს 25%-ით აღემატება.
როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარში 29 178 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.