თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive განახლებული ავტო-პარკით მოემსახურება.

კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Kia-ს ფირმის უახლესი ჰიბრიდული მანქანებით უზრუნველყოფს.

მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 40-დან 60 ლარამდე იქნება. ჩამოფრენილი მგზავრებისთვის აეროპორტში განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე.

Bene Exclusive-ის მიერ გადამზადებული მძღოლები, მგზავრების გადაყვანას უსაფრთხოდ და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფენ.

მგზავრობის წინასწარი დაჯავშნა ასევე შესაძლებელია ვებ გვერდზე www.flytaxi.ge.

Bene Exclusive თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს 2019 წლიდან, TAV Georgia-ს მიერ სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ ემსახურება.