თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა. მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს.
აღსანიშნავია, რომ აერპორტში ევაკუაცია რამდენიმე საათის უკან გამოცხადდა და ჩამოფრენის დარბაზი მგზავრებისგან დაცალეს.
სავარაუდოდ, აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილების არსებობის შესახებ შევიდა ინფრომაცია.
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა მათ უთხრა, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, “სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.