თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კოვიდის შემდეგ, პირველი სრულმასშტაბიანი სწავლება გაიმართა.
🔵 2022 წლის ბოლო პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტმა, „ტავ ურბან საქართველომ“, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველომ, შსს საპატრულო და ქ. თბილისის დეპარტამენტის ტერიტორიულმა დანაყოფებმა, სუსის განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შპს „საქაერონავიგაციამ“, ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ და „დავით ტატიშვილის კლინიკამ“ მიიღეს.
🔵 სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე ერთდროულად სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობდა: ერთი სცენარის მიხედვით, საჰაერო ხომალდთან ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებლება სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოხდა, ხოლო მეორე სცენარით – საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია განხორციელდა.
🔹 საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად, ICAO-ს მოთხოვნის საფუძველზე, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მსგავსი სწავლებების მიზანია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საგანგებო შემთხვევების დროს უნარ-ჩვევების მაქსიმალურად დროული გამოვლენა.