თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინური ავიაკომპანია SF Airlines სატვირთო რეისებს შეასრულებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
ჩინური სატვირთო ავიაკომპანია SF Airlines 20 ივლისიდან ურუმჩი – თბილისის მიმართულებით სატვირთო რეისებს შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
SF Airlines სატვირთო რეისებს B757 ხომალდით კვირაში ერთი, ხოლო 24 აგვისტოდან ორი სიხშირით შეასრულებს.
SF Airlines ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 80 -ზე მეტი ხომალდით მთელ მსოფლიოში ოპერირებს.
მთავარი აეროპორტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინური ავიაკომპანია SF Airlines სატვირთო რეისებს შეასრულებს