თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჩინეთის საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (CATA) დელეგაცია სტუმრობდა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი ინფორმაციის გაცვლა და პოტენციური თანამშრომლობის განხილვა იყო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩინეთის სხვადასხვა აეროპორტისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებიც.